LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა კარგი რეკლამა გაგვიკეთა, მთავრობა კი შანსის გამოყენებას აგვიანებს

611
spendyoursummer

200-300 მილიონი დოლარის დანარკარგი – ეს ელოდება საქართველოს პუტინის ემბარგოს გამო. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის სხვა დიდი ბაზრების კარის გახსნა და ცნობადობის ამაღლება გამოიწვია.

ტურისტულ სექტორს მაინც ეშინია და თან საფუძვლიანად. თუმცა, იმედები დიდია…

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა, როგორც არასდროს საქართველოს უდიდესი შანსი მიეცა, რომელიც მთავრობამ ხელიდან არ უნდა გაუშვას.

  • რას მოგვიტანს რუსეთის ემბარგო და უნდა ეშინოდეს თუ არა ტურისტულ სექტორს?

რეალურად ეს გამოწვევა შესაძლებლობაა – პუტინი ეცადა, რომ დავეზიანებინეთ ამ ეკონომიკური სანქციით, თუმცა ამავდროულად, ძალიან კარგი რეკლამა გაგვიკეთა მთელს მსოფლიოში. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ არსებობს რაღაც ქვეყანა საქართველო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ისვენებს და მხოლოდ პოლიტიკური სარჩულის გამო, ადამიანებს აუკრძალონ იქ ჩასვლა. ამის გამოყენება შეიძლება ძალიან კარგად.

ჩვენ  ვხედავთ უკვე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან კარგ ინიციატივებს, ვისურვებდი, რომ მთავრობის მხრიდან ვნახოთ კონკრეტული გეგმა, თუ რა გეგმა აქვთ იმისთვის, რომ გადალახონ ეს ტურისტული ემბარგო.

ჩემი აზრით, ერთიანი ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ეს ყველაფერი არ მიაყენებს საქართველოს ტურისტულ სექტორს დიდ ზიანს. რასაც ვვარაუდობთ, შეიძლება იყოს 200-300 მილიონი დოლარიანი დანაკლისი, რისი ანაზღაურებაც რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა წყაროებიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

  • რეგიონებში ამბობენ, რომ ჯავშნები უქმდება და არ იციან რა ქნან

რეგიონებშიც და თბილისშიც მესმის სასტუმროების მფლობელების და მცირე მეწარმეების შეშფოთება, სანერვიულო ნამდვილად არის, თუმცა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რუსეთი პოლიტიკური ბაზარია, ის გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური კონიუქტურის გადაწყვეტილებით და ამით ცდილობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკური გეგმები შეისრულოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უფრო ფრთხილად იყოს მსგავს პარტნიორებთან და მოხდეს დივერსიფიცირება, როგორც ტურისტული, ასევე სავაჭირო პარტნიორების მიმართულებით. მტრულად განწყობილმა ქვეყანამ შესაძლოა ეკონომიკური სანქციებით, ძალიან მძიმე დარტყმა მოგვაყენოს. 

ზღვისპირეთის პრობლემები: რუსებმა ივლისსა და აგვისტოში ყველა ჯავშანი გააუქმეს

„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, აბსოლუტურად ცარიელია სასტუმროები"

მე ყველას ვურჩევდი, რომ თვითონაც ეცადონ დივერსიფიცირებას, სახელმწიფოც ამაში აუცილებლად უნდა დაეხმაროს მათ. ვნახეთ ბანკების ინიციატივა, რომ დაეხმაროს სექტორს სესხების გადავადებით თუ სხვა ფინანსური დახმარებით… ეს ცალსახად მისასალმებელია, რაც მაკლია ეს არის მთავრობის უფრო მეტი აქტიურობა.

 

  • რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ?

პრემიერმინისტრი უნდა აკეთებდეს განცხადებებს, იჯდეს სხვადასხვა საერთაშორისო სატელევიზიო ეთერებში, სადაც უნდა ყვებოდეს თუ რა მდგომარეობაა, რატომ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რატომ გვიწესებს პუტინი სანქციებს. ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, მასთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ძალიან მინიმალური – 2006 წელს ემბარგო დაგვიწესა, ყოველთვის როცა ეს სჭირდებათ, ხან ბელარუსულ რძეში აღმოაჩენენ რაღაცას, ხან მოლდოვურ ღვინოში

უფასო ბინა ტურისტებს: ქართველების ახალი კამპანია რუსეთის სანქციის სანაცვლოდ

ტურისტებს სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება ევალებათ

და ხან ტურისტებში აღმოაჩენენ საშიშ მიმართულებას – აგერ საქართველოს.

 

„მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების გამოყენება“

 

საჭიროა მარკეტინგული კამპანიის გააქტიურება. ამ მომენტის გამოყენებაა აუცილებელი, რომ ყველა დღეს საუბრობს საქართველოზე. ამ მომენტის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება. თუ საჭიროა, ფინანსებიც უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ჩვენ აქტიური მარკეტინგული კამპანია გვქონდეს. დაგეგმილი პროექტები ხორციელდება, თუმცა მთავრობას ცოტა მეტი ფულის დახარჯვა ამ მიმართულებით მოუწევს, რომ ჩვენ დავაბალანსოთ დანაკლისი რუსეთიდან, სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების. ეს ერთიანად ვერ მოხდება, იქნება ეტაპობრივად და კომპლექსური მუშაობის შედეგად.

ასევე მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების გამოყენება, მეგობარ ქვეყნებში ვიზიტები, იქ მოწოდება, რომ ჩამოვიდნენ აქ ტურისტები. ვხედავთ კიდეც ამ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ინიციატივებს, რომლებმაც თავისით გადაწყვიტეს ეს და შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი, საკომუნიკაციო ველი არსებობს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ.

მხოლოდ კერძო სექტორის ინიციატივით დაბალანსება გაჭირდება, კერძო სექტორის მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავრობის როლი და რესურსი გაცილებით დიდია.

მთავრობა იმისთვის გვჭირდება და დავიქირავეთ, რომ არ შეუქმნას ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები, მიუხედავად გამოწვევებისა. 

ზურაბიშვილის პასუხი პუტინს: ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, რადგან უყვართ საქართველო [ვიდეო]

ამ საკითხების გადაჭრა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას

2006 წელს საქართველოს მიადგა ძალიან დიდი დარტყმა რუსული ემბარგოს შედეგად, გაცილებით დიდი, ვიდრე ეს დღეს არის, თუმცა ჩვენ 2007 წელს მოვახერხეთ, რომ გვქონოდა 12%-იანი ეკონომიკური ზრდა და 2 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესიტიცია.

 

  • პუტინის განცხადებიდან პირველივე დღეს, საზოგადოებამ და კერძო სექტორმა დაიწყეს მოქმედებები და მასშტაბური კამპანია #spendyoursummeringeorgia, მთავრობამ კი ამ მიმართულებით მოქმედება მხოლოდ გუშინ დაიწყო, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი შეხვედრების დონეზე, ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის?

 

როცა კერძო სექტორი ახერხებს ასე სწრაფად ადაპტირებას, რა საჭირო იყო, ამდენდღიანი ფიქრი, იმისთვის, რომ მინისტრი შეხვედროდა ტურიზმის სექტორს და გეგმებზე დაეწყოთ ლაპარაკი. სწრაფად უნდა იმოქმედონ უფრო, უფრო ადეკვატურად…

მესმის, რომ ამ დღეებში მთავრობას სხვა თემები ჰქონდა სანერვიულო, მაგრამ ყველა პოლიტიკური თემა შეიძლება გადაგორდეს და ეკონომიკური პრობლემები დარჩეს, ამისთვის რომ არ იყოს ეკონომიკური პრობლემები, დროული და სწრაფი მოქმედებებია საჭირო. 

პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა

ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ მთავრობის რეაქცია იყო დაგვიანებული. პირიქით, ვნახეთ საწინააღმდეგო რეაქცია, დადგმული აქციები და იმ გზავნილის გაშვება, რომ თითქოს აქცია რომ იმართება, ამის გამო არ ჩამოვლენ ტურისტები. ეს არ არის სიმართლე – სამი თვე თბილისი იყო გადაკეტილი საკნებით, მაგრამ ტურისტიც ჩამოდიოდა და ეკონომიკაც ვითარდებოდა, შესაბამისად, არ არის საჭირო მშვიდობიან აქციაზე გადაბრალება. ეს მესიჯბოქსი მთავრობამ უნდა დაივიწყოს და იმუშაოს მეგობარ ქვეყნებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g