LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ხელი მოაწერა: რუსეთში გადამყვიდელებს წირვას გამოუყვანენ

40

რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების გადამყიდველები კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯებიან. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი კანონს, რომელიც გადამყიდველებს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმას უწესებს.

იმ შემთხვევაში, თუ გადამყიდველი ჩვეულებრივი მოქალაქეა, მას ჯარიმის სახით ბილეთის ღირებულების 20-დან 25-მაგ ოდენობამდე თანხის გადახდა მოუწევს. უფრო სერიოზული ჯარიმა ელით ჩინოვნიკებს – ბილეთის ღირებულების 20-30-მაგი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 150 000 რუბლისა. ბიზნესმენებისთვის ჯარიმის ოდენობა ერთი კონკრეტული მატჩის ბილეთის 25-30-მაგ ფასს აღწევს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 რუბლისა. გარდა ამისა, ბიზნესმენებს შესაძლოა საქმიანობის უფლება 90 დღის ვადით შეუჩერდეთ.

ყალბი ბილეთების გასაღებისათვის ჩვეულებრივი მოქალაქეები 50000-დან 70 000 რუბლამდე ოდენობის თანხას გადაიხდიან. სასჯელი აქაც უფრო მკაცრია ჩინოვნიკებისათვის (150-დან 200 ათას რუბლამდე) და ბიზნესმენებისათვის (150-დან 200 ათას რუბლამდე ან საქმიანობის უფლების შეჩერება 90 დღით). იურიდიული პირი 1-დან 1,5 მლნ რუბლამდე ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები