LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, რუსეთის სარდლობას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანა“ – „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

178
Untitled design (1)

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და წერს, რომ თითქმის დანამდვილებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება სამხედრო სარდლობას რუსეთის პრეზიდენტმა უბრძანა.

„არ მიკვირს” – ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

როგორც ISW-ს მიმოხილვაშია აღნიშნული, პუტინის ეს განკარგულება, სავარაუდოდ, არის იმის საჯარო მცდელობა, რომ დომინანტის სტატუსი აღიდგინოს და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რომელიც 24 ივნისს, ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებულმა აჯანყებამ გამოიწვია.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელობის მკვლელობა, სავარაუდოდ, საბოლოო ნაბიჯი იყო „ვაგნერის“, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის აღმოსაფხვრელად.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ვლადიმირ პუტინს პრიგოჟინის მიმართ საჯარო შურისძიება სჭირდებოდა არა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არის სუსტი ლიდერი, არამედ მისი სამხედროების მხარდასაჭერადაც.

ცნობისათვის, დაჯგუფება „ვაგნერის“დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინის ყოფნა დაადასტურა „როსავიაციამ“.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ტვერში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g