საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ახალგაზრდების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
თანამშრომლობა მოიცავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ახალგაზრდებისთვის პროექტებისა და ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე, მერიის თანამშრომლებისთვის ტრენინგების, ლექციების, ვორქშოპებისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებას.