LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში საარჩევნო კომისიის ოფისთან ტერორისტმა თავი აიფეთქა

91

ქაბულში, ავღანეთის საარჩევნო კომისიის ცენტრალურ ოფისთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შედეგად დაჭრილია სულ მცირე 6 მოქალაქე. ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმისას დაიჭრა საარჩევნო კომისიის 4 წევრი და ორი პოლიციელი.

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართა. გამონაკლისი მხოლოდ ყანდაარის პროვინცია იყო, სადაც არჩევნები ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი მაღალჩინოსნებზე თავდასხმა იყო.

საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში ბოლოს 2010 წელს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g