არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი, თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში გამოდის საინტერესო ინიციატივით, რომელიც პატარა გენიოსის, ქაიან ბელქანიას გამოჩენის შემდეგ დაებადა.
9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს “ნასაში” წაიყვანენ
გთავაზობთ სტატუსს სრულად:
„პატარა ქაიან ბელქანიას ამბავმა დამაფიქრა და მინდა, ერთი იდეა გაგიზიაროთ:
ქაიანისთვის რომ ვიდეო არ გადაეღოთ და სოციალურ ქსელში არ აეტვირთათ, მთელი საქართველო ხომ ვერ გაიგებდა მის შესახებ?! ჩვენს ირგვლივ აუცილებლად იქნებიან ასეთი ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე ოჯახის ბავშვები, რომლებსაც ახლა თუ არ დავუდგებით გვერდით, შეიძლება ბევრი ნათელი გონება არასწორი მიმართულებით წავიდეს და დაიკარგოს.
სამეცნიერო ფონდი სამომავლოდ უზრუნველყოფს მოსწავლის უფასო წვდომას „ელსევიერის“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე.
9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს ოცნება აუსრულდა
ამისთვის არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაასაჩუქრებენ ასეთ ბავშვებს, მოტივაციას შემატებენ, გეზს აჩვენებენ. ზოგჯერ ესეც კი უცვლის ადამიანს ცხოვრებას.
გელით შეტყობინებებში. მათი სათანადოდ წარმოჩენა ნამდვილად გაგვიხარდება მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც მზად არიან მედიაში, სოციალურ ქსელში, ბლოგებში ისაუბრონ ამ ბავშვებზე“.