უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს შენობა დაარბიეს. მათ ტყვედ აიყვანეს საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები, სულ 6 ადამიანი, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებოდნენ.
ინფორმაცია ბუჩას საკრებულოს „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება.
„15 მარტის საღამოს, რუსმა ოკუპანტებმა ბუჩანსკის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმა განახორციელეს და დაიჭირეს ჩვენი თანამშრომლები, ასევე, მოხალისეები, რომლებიც ბოლო დრომდე, დაბომბვის ქვეშ, ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს ეხმარებოდნენ.“– განაცხადა ქალაქის რწმუნებულმა.
კიევში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – დაშავდა 2 ადამიანი
UNICEF: თითქმის წამში ერთხელ ლტოლვილი ხდებოდა ერთი უკრაინელი ბავშვი
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
