ქალაქ ფოთის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა გვასალია გარდაიცვალა. ინფორმაცია პარტიის ფეისბუქ გვერდზე გავცელდა.
“ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს.
მამუკა იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღირსეული თანამებრძოლი, ფოთის და ფოთელების დიდი გულშემატკივარი.
მისი დაწყებული საქმე უკეთესი ფოთისთვის და საქართველოსთვის აუცილებლად გაგრძელდება”, – წერს პარტია.