LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქელები პიცას ვერ შეჭამენ: გვარდიოლამ აკრძალვები დაიწყო

33

ხოსეპ გვარდიოლამ ”მანჩესტერ სიტის” გასახდელში პიცა აკრძალა.
მორჩა, ”ქალაქელებისთვის” გემრიელობების დრო აღარაა.

გვარდიოლამ ”სიტის” ფეხბურთელებისთვის ახალი წესი შემოიღო – ამიერიდან ”ეტიჰადის” საშინაო გასახდელში აღარ იქნება ფასტ-ფუდი და პიცა. კატალონიელის მმართველობისას იგივე ხდებოდა ”ბარსელონაშიც” და ”ბაიერნშიც”.
გარდა ამისა, ”სიტის” ფეხბურთელებს ეკრძალებათ მატჩების შემდეგ რესტორანში ან სახლში ვახშმობა. ჭამა-სმა სტადიონზევე მოხდება, იტყობინება The Sun.

გვარდიოლამ ”სიტი” ამ ზაფხულს ჩაიბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები