კანადელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ინტიმურ ცხოვრებაში ქალებს უფრო მეტი საიდუმლო აქვთ და უფრო ნაკლებად საუბრობენ საკუთარ სექსუალურ სურვილებსა და ფანტაზიებზე, ვიდრე მამაკაცები.
რამდენიმე კვლევის ჩატარების შემდეგ, ბროკას უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინტიმური სფერო ერთნაირად იწვევს სტრესს მამაკაცებშიც და ქალებშიც. თუმცა, ამგვარი სტრესი ქალბატონებისთვის უფრო მძიმე გადასატანია და მისგან განთავისუფლებას საკმაოდ დიდი დროს სჭირდება. ექსპერტების განცხადებით, ბუნებით მოკრძალებული ქალი ხშირად გაურბის სექსზე პირდაპირ საუბარს, მამაკაცი კი, ვერ ხვდება მინიშნებას და სწორედ ეს იწვევს მათ შორის დაძაბულობას.
რამდენიმე წლით ადრე, ამავე უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქალების სექსზე უარის თქმის მთავარი მიზეზი – კომპლექსები და ნაკლები თვითრწმენაა. გარდა ამისა, ინტერესი ინტიმის მიმართ მნიშვნელოვნად მცირდება მშობიარობის შემდეგ, როცა ქალის ორგანიზმი სერიოზულ ფიზიოლოგიურ, ჰორმონალურ და ფსიქიურ ტრანსფორმაციას განიცდის.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კვლევა ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ექსპერტებმაც ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი კვირაში საშუალოდ 34 საათს ფიქრობს სექსზე, ქალი კი – ორჯერ ნაკლებს. გარდა ამისა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცი უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე ქალი.