აშშ-ში დაღლილმა ქალმა მანქანა მოიპარა, – ამის შესახებ FOX 2 იტყობინება.
შემთხვევა მისურის შტატში მოხდა. ამერიკელმა ჯეიმი პაუელმა, რომელიც ფეხით სიარულით ძალიან დაიღალა, გადაწყვიტა გზა გაემარტივებინა. ამიტომ, ქალმა ბენზინგასამართ სადგურზე QuikTrip გაჩერებული 2014 წლის Hyundai Accent მოიპარა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, პაუელმა ისარგებლა მომენტით, როცა ავტომობილის მფლობელი სადგურზე ისვენებდა და მანქანა დროებით უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული.
„მან აღიარა, რომ მანქანა იმიტომ გაიტაცა, რომ ფეხით სიარულით დაიღალა,“ – ნათქვამია სამართალდამცველთა ოფიციალურ განცხადებაში. პოლიციამ ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავა, ქალი უცხო მანქანის საჭესთან აიყვანეს. სენტ-ლუისის ოლქის პროკურატურამ პაუელს ოფიციალური ბრალდება ტრანსპორტის ქურდობისთვის წარუდგინა.