აშშ-ის მოქალაქემ, რომელიც 17 წელი უშვილობას ებრძოდა, უჩვეულო რამ შეძლო – მან ქვეყანას 6 ტყუპი მოავლინა.
აჯიბოლა ტაივო 3 ბიჭისა და 3 გოგოს დედა გახდა. იმისათვის, რომ მშობიარობას გართულებების გარეშ ჩაევლო, საკეისრო კვეთა გაკეთდა. პატარები, რომლებიც 30-ე კვირაზე დაიბადნენ, თავს კარგად გრძნობენ. ყველაზე პატარა 700 გრამს, ხოლო ყველაზე დიდი – 1,3 კილოგრამს იწონიდა. ბედნიერმა მშობლებმა პრესასთან ურთიოერთობა არ მოინდმომეს.
ექვსი ტყუპის დაბადება აშშ-სთვის საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს, ხოლო საავადმყოფოსთვის, სადაც საკეისრო კვეთა გაკეთდა, ეს პირველი პრეცენდენტი იყო. პროცესს 40 ექიმი ესწრებოდა.
