ბრიტანელმა ქალბატონმა 5 შვილის გაჩენის შემდეგ 115 კილოგრამის დაკლება შეძლო. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, იორკშირელი სიმონე გეიტლი სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავია. 35 წლის ქალბატონი 5 პატარას დედაა, რამაც ბუნებრივია, რომ მის ფიგურაზე დიდი გავლენა იქონია.
ერთ დღესაც კი სიმონემ გადაწყვიტა, რომ ძველი ფორმა დაებრუნებინა. ამისთვის, ის ყოველდღიურად ვარჯიშობდა, სწორად იკვებებოდა, ბავშვებთან ერთად საათობით სეირნობდა და სულ მალე 115 კილოგრამის დაკლება შეძლო. გეიტლის instagram-ს უკვე 26,7 ათასი გამომწერი ყავს და მას რჩევისთვის თუ უბრალოდ შთაგონებისთვის ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიმართავს და ისიც ყველას დიდი სიამოვნებით ეხმარება.
https://www.instagram.com/p/BLs70ZxlPXC/
https://www.instagram.com/p/BNaHGg-FxUn/
