LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა დაღუპული ძაღლის კლონის შექმნას 40 ათასი ევრო დაახარჯა და ფიქრობს, რომ თითოეული ცენტი ამად ღირდა

71
0_PAY-Woman-spends-$50000-CLONING-DOG-as-she-couldnt-bear-living-without-furry-friend-and-says-it-was

ამერიკელმა ქალმა 52,5 ათასი დოლარი დახარჯა, რათა საყვარელი ძაღლის კლონი შეექმნა. გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, საბოლოოდ მან დაღუპული ოთხფეხა მეგობრის სამი ასლი მიიღო.

როდესაც პენსიაზე გასულ პედიატრს, ფრანჩესკა გერტსმას 16 წლის ძაღლი, სახელად ოსა მოუკვდა, დარდისგან კინაღამ გაგიჟდა.
საშინელი დარტყმის გადატანის შემდეგ ქალი კლონირებაზე დაფიქრდა. ოსას გარდაცვალების შემდეგ სპეციალისტებმა უჯრედის ნიმუში აიღეს. შემდეგ ამ მასალის გამოყენებით გაზარდეს ემბრიონი და სხვა ძაღლის სუროგატად გამოყენებით კლონი შექმნეს.

საბოლოო ჯამში დედამიწას მოევლინა 3 ლეკვი, რომელთა ვიზუალიც ოსას იდენტურია. ფრანჩესკამ მათ ოსანა, ოსაკი და ოსანი დაარქვა. პენსიონერი კლონირებაში გადახდილ არც ერთ ცენტს არ ნანობს და ფიქრობს, რომ ეს მისი ყველაზე გამართლებული ხარჯი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები