LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მილიონი დოლარი მოიგო და ლატარიის ბილეთი კინაღამ ნაგავში გადააგდო

39
Missouri-womans-1M-lottery-ticket-nearly-ended-up-in-the-trash

აშშ-ში, მისურის შტატის მკვიდრმა ჯეკ-პოტი მოხსნა და ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო. სააგენტო UPi-ს ინფორმაციით, ქალმა ლატარიის ბილეთი მაშინ შეამოწმა, როცა უკვე მის გადაგდებას აპირებდა.

ქალის თქმით, ბილეთი მანქანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ეგდო და უკვე მის მოშორებას აპირებდა. ამერიკელმა შედეგების შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ მილიონი დოლარის მფლობელი იყო.

მოგებული შოკში იყო. მან ბილეთი რამდენჯერმე დაასკანერა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ამხელა თანხა მართლაც მისი იყო. „ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ეკრანზე ნამდვილად 1 მილიონი ეწერა“, – იხსენებს ამერიკელი.

იღბლიან გამარჯვებულს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რაში დახარჯავს თავის პრიზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები