LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მთელი ქონება შვილების ნაცვლად შინაურ ცხოველებს დაუტოვა

120
319c6724-c1d2-4f5e-88f3-b4243759

ქალმა გადაწყვიტა, რომ მთელი ქონება შინაურ ცხოველებს დაუტოვოს. ჩინეთში მომხდარი ისტორიის შესახებ South China Morning Post წერს.

შანხაიში მცხოვრებმა ქალმა, გვარად ლუმ, საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს 20 მილიონი იუანი უანდერძა. ამასთან, მას ჰქონდა პირველი ანდერძი, რომელიც შედარებით ადრე იყო დაწერილი და დოკუმენტის მიხედვით, ფული მის ვაჟებსა და ქალიშვილებს უნდა მიეღოთ. თუმცა, შვილები დედას იშვიათად აკითხავდნენ, მასზე სათანადოდ არ ზრუნავდნენ და დედამაც გადაწყვეტილება შეცვალა.

ლუს თქმით, რთულ პერიოდებში მასთან მხოლოდ მისი ძაღლები და კატები იყვნენ. ახალ ანდერძში ქალმა მთელი ქონება დაუტოვა ვეტერინარულ კლინიკას, რომელსაც თავის ცხოველებზე ზრუნვა მიანდო. თავიდან მას ყველაფრის პირდაპირ ცხოველებისთვის დატოვება სურდა, თუმცა იურიდიულად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები