ამერიკელი ქალი წამოვიდა სამსახურიდან, მიატოვა ქმარი და დატოვა სახლი, რათა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ ძაღლთან ერთად წასულიყო. როგორც მან Daily star-ს უთხრა, ასეთი ბედნიერი აქამდე არასდროს ყოფილა.
37 წლის ლორენ ბერჯესს ბოლო დროს დეპრესია აწუხებდა. ფსიქოთერაპიის სეანსების დროს ქალმა გაიაზრა, რომ ქმარი აღარ უყვარდა და მისი მთავარი მიზანი მოგზაურობა იყო.
ოცნების ცხოვრებისთვის ბერჯესი მეუღლეს დაშორდა, ფურგონი იყიდა და საყვარელ ცუგასთან ერთად გზას დაადგა. თავიდან ისინი აშშ-ს ტერიტორიაზე მოძრაობდნენ, შემდეგ კი ევროპისკენ აიღეს გეზი.
ტურისტებმა უკვე მოიარეს ამსტერდამი, ლისაბონი, ლონდონი და პარიზი. ამერიკელის თქმით, ახლა ის ნამდვილად ბედნიერია და თანაც ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებაც შეძლო.