LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა პოლიციაში უჩივლა შეყვარებულს, რომელმაც ის „უმიზეზოდ“ მიატოვა

143
0_Handsome-man-and-beautiful-young-woman-are-having-quarrel

ჩინური პროვინციის ჩჟენცზიანის მკვიდრმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა იმის იმედით, რომ იპოვიდნენ მის ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც ის „უმიზეზოდ“ მიატოვა. The Mirror-ის ინფორმაციით, წყვილს 6 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

ატირებულმა ქალმა ცხელ ხაზზე დარეკა და მამაკაცის მოძებნა ითხოვა. ქალს ძალიან აინტერესებდა გაეგო, თუ რატომ გაუტეხეს მას გული.

პოლიციელი ქალს ჩაეძია, წარმოადგენდა თუ არა დიდ აუცილებლობას კაცის პოვნა, რაზეც „დაზარალებულმა“ მიუგო: „მე უბრალოდ არ მესმის, თუ რატომ მომექცა ის ასე“.

ოფიცერმა კი მას ყოფილის ტელეფონის ნომრის დაბლოკვა და მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა ურჩია. „პოზიტიურად იფიქრეთ, წადით და გაიცანით ახალი ადამიანები იმის ნაცვლად, რომ მარტო იყოთ და საშინელ ფიქრებს თქვენი განადგურების საშუალება მისცეთ.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები