სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ქალმა თავის ფოტოგრაფს მიწერა და საქორწინო ფოტოსესიისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ABP Live-ის ინფორმაციით, ქალმა განქორწინება ასეთი თხოვნისთვის საკმარის საბაბად ჩათვალა.
ყოფილმა კლიენტმა ფოტოგრაფ ლანს რომეოს ქორწილიდან 4 წლის შემდეგ მიწერა. ქალი იტყობინებოდა, რომ დაშორების შემდეგ მასა და მის ყოფილ ქმარს ფოტოები აღარ სჭირდებოდათ, ამიტომ რომეოს ფული უნდა დაებრუნებინა.
„ფოტოები ძალიან კარგი გამოვიდა, თუმცა სულ ტყუილად. ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ფული რომელიც გადაგიხადეთ, უკან უნდა დამიბრუნო, რადგან ეს ფოტოები აღარ გვჭირდება..“
თავიდან ფოტოგრაფს ეგონა, რომ ვიღაც ეხუმრებოდა, თუმცა შემდეგ მიხვდა რომ ქალი ძალიან სერიოზული იყო. ის მართლა ფიქრობდა, რომ განქორწინების გამო ფოტოსესიის ფულის უკან დაბრუნება შეეძლო. რომეომ მას აუხსნა, რომ ჰონორარს არ დააბრუნებდა და მიმოწერის სქრინი სოც-ქსელშიც გამოაქვეყნა.
პოსტმა მილიონობით ნახვა და გამოხმაურება დააგროვა.