LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა სამყაროს აღსასრულისთვის მოსამზადებლად 350 ათასი დოლარი დახარჯა

112
6546

აშშ-ში, მისურის შტატის მკვიდრი უკვე 13 წელია სამყაროს აღსასრულისთვის ემზადება. თავისი გამოცდილება მან გამოცემა Daily Mail-ს გაუზიარა.

40 წლის როუენ მაკენზის თქმით, მთელი მოსამზადებელი პროცესი მას 350 ათასი დოლარი დაუჯდა. მან მოაწყო სპეციალური სარდაფი და მისი მარაგებით გავსება დაიწყო. ქალი პრიორიტეტს მედიკამენტებს, იარაღს და საკვებს ანიჭებდა და ამ ყველაფერს Amazon-ზე ყიდულობდა. ის ყიდულობდა მშრალ მზა საკვებს, რომელსაც 30 წლიანი შენახვის ვადა აქვს.

Daily Mail-მა ქალს გადარჩენასთან დაკავშირებით რჩევების მიცემა სთხოვა და ამერიკელმაც რჩევები არ დაიშურა. ქალის თქმით, სარდაფში აუცილებლად უნდა იყოს პირველადი დახმარების აფთიაქი და წყლის გასაწმენდი ტაბლეტები, რადგან წყლის მარაგები შესაძლოა ოდესმე გათავდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისეთი საკვების შეძენა, რომელსაც შენახვის დიდი ვადა აქვს და ენერგეტიკული ხემსი.

ამერიკელი მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში ხალხს ელექტროენერგიის გენერატორის, დიოდის განათებების და რადიოს შეძენასაც ურჩევს. სარდაფში ძალიან კარგი იქნება ასევე თბილი სამოსიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები