ამერიკაში, კალიფორნიის შტატის მცხოვრები ტეილორ ჰამფრი უკვე წლებია ბავშვების სახელების მოფიქრებით გამოიმუშავებს ფულს. ამის შესახებ გამოცემა CBS San Francisco წერს.
სახელების მოფიქრება ქალს საკმაოდ კარგ შემოსავალს აძლევს. ჩვეულებრივი ელექტრონული წერილი ჰამფრის იდეების სიით 200 დოლარი ღირს. ინდივიდუალური VIP-პაკეტი კი მის კლიენტებს რამდენიმე ათას დოლარად უჯდებათ.
თავდაპირველად ჰამფრი ბიზნესზე არც ფიქრობდა. მას უბრალოდ უყვარდა სხვა ბავშვებისთვის სახელების მოფიქრება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერა. გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა მას ერთი ორსული ქალი დაუკავშირდა და შვილის სახელის მოფიქრებაში დახმარება სთხოვა. ქალი საავადმყოფოში იწვა და ვერ ტოვებდა კლინიკას, სანამ დაბადების მოწმობაში სახელი არ ჩაიწერებოდა. ჰამფრი მას დაეხმარა და როგორც თავად ამბობს, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ საკუთარი მოწოდება იპოვა.
ამჟამად ჰამფრის სხვადასხვა პლატფორმაზე დაახლოებით 100 ათასი გამომწერი ჰყავს. ყველაზე ხშირად კლიენტები – მათ შორის ცნობილი და გავლენიანი ადამიანები – მას სოციალურ ქსელებში პოულობენ. ჰამფრის თქმით, მის მიერ მოფიქრებული სახელები უკვე ასობით ბავშვს ჰქვია.