LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალ­მა წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა რომ ის ქა­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის სი­მარ­თლეს არ ამ­ბობს” – რას წერს ბასილაშვილის მეგობარი ქალი

429
BeFunky-collage - 2022-10-24T020726.125

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გერმანელი გოგონა კარლოტა ელენა, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც კარლოტა წერს, ქალ­მა წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა რომ ის ქა­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის სი­მარ­თლეს არ ამ­ბობს, ის სხვის ის­ტო­რი­ას ყვე­ბა.

“ჩემ­თვის, რო­გორც ქა­ლის­თვის, მტკივ­ნე­უ­ლია იმ ყველაფრის ნახ­ვა, რაც პა­რას­კევს გა­უ­კე­თეს იმ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც ნამდვილად გა­და­ი­ტა­ნეს ის, რაც ვი­ღა­ცამ თითქოს გა­ნი­ცა­და.

ვწუხ­ვარ ყვე­ლა იმ ქა­ლის გამო, რომ­ლე­ბიც იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი არი­ა­ნ სა­სა­მარ­თლოს შე­დე­გით, იმ ქა­ლე­ბის გამო, რომ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ გან­ცდა, რომ მათ აღარ მო­უს­მე­ნენ.

ქალ­მა წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა რომ ის ქა­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის სი­მარ­თლეს არ ამ­ბობს, ის სხვის ის­ტო­რი­ას ყვე­ბა.

თუ შენ მოყ­ვე­ბი ნამ­დვილ ამ­ბავს, შენ მო­გის­მე­ნენ და შენ­სას გა­ი­გე­ბენ“, – წერს კარ­ლო­ტა ელე­ნა.

ცნობისთვის, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ნელი დოროყაშვილი: “ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს…მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”

ვიდეო: „შეგნებულად არ მივედი სასამართლოში“ – ნეკა დოროყაშვილი ჰყვება რა მოლოდინი ჰქონდა პროცესის დაწყებამდე

ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მან გუშინ, 21 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადების დროს თქვა, რომ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის რთული ასატანი იყო

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

პროკურორი: ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს გაასაჩივრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g