LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს მკურნალობაზე უარის თქმის გამო ციხეში ჩასვამენ

119
0_Tuberculosis-bacteria-illustration

ტუბერკულოზით დაავადებულ ქალს, რომელიც უკვე ერთი წელია მკურნალობაზე უარს აცხადებს, ციხეში ჩასვამენ. Daily Mirror-ის ინფორმაციით, დაავადებული აშშ-დან, ვაშინგტონის შტატიდანაა.

როგორც გამოცემა აზუსტებს, ქალი გადამდებ დაავადებას მთელი წლის განმავლობაში არაფრად აგდებდა და არც ექიმების მიერ დაწერილ მკურნალობის გეგმას მიჰყვებოდა. სერიოზული დიაგნოზის უგულებელყოფის გამო ქალი სასამართლოში 17-ჯერ გამოიძახეს და მოსამართლემ მას თერაპიის დაწყების განაჩენი გამოუტანა.

ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტი ირწმუნებოდა, რომ ქალი – „ გააზრებულად და წინასწარგანზრახვით უარყოფდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.“

ამის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დაავადებულისთვის პატიმრობა მიესაჯა იქამდე, სანამ ის გამოჯანმრთელების ცნობას არ წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები