LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალზე ძალადობის ბრალდებით ქმარი დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წაუყენეს

334
sadas

თეთრიწყაროში ცოლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და მისი თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ქმარი დააკავეს, ხოლო დედამთილს ბრალი წაუყენეს.

დაკავებულ 1975 წელს დაბადებული გ.ჯ.-ს, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე – 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის – 1958 წელს დაბადებული ე.შ.-ს მხრიდანაც, რის გამოც მას რძლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g