ქარბუქისა და თოვლის შედეგად, ატოცში “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” კარავი დაიშალა. ინფორმაციას ატოცის ფეისბუქ გვერდი და დავით ქაცარავა ავრცელებს.
“წუხანდელი ქარბუქისა და თოვის შემდეგ, დილით საპატრულოდ ასულებს ატოცში ასეთი სურათი დაგვხვდა – ჩვენი მთავარი კარავი ქარისგან მოგლეჯილი და დანგრეულია.
ერთადერთი სანუგეშო და სიმბოლური ამ ყველაფერში ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა ისევ ამაყად ფრიალებს…
და ცხადია, ჩვენი პატრულირება მაინც გაგრძელდება.
ვემსახურებით საქართველოს!” – წერს “ატოცის გვერდი”.