ქარდი ბი შემოსავლების ზრდასთან ერთად ფუფუნების საგნების შეძენას აღარ ერიდება და ახლობლებს ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.
საქმე ისაა, რომ ამ დღეებში, ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა 10 თვის ქალიშვილისთვის 80 ათასი დოლარის ღირებულების სხვადასხვა ფერის ბრილიანტის სამკაული შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად ქალჩერ კიარის დედისგან გახდა, რომელმაც ძვირადღირებული სამაჯურების ფოტო ქსელში ატვირთა, თუმცა მალევე წაშალა.