LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ ახალი დისკი ოფიციალურად დააანონსა

173
photo-collage.png (21)

ქარდი ბის გულშემატკივართა არმიის ექვს წლიანი ლოდინი დასრულდა. როგორც იქნა დადგა დღე, რომელსაც რეპერის ფანები დიდხანს ელოდნენ.

საქმე ისაა, რომ ჰიპ ჰოპ არტისტმა მეორე სტუდიური ალბომი ოფიციალურად დააანონსა. Am I the Drama? – დისკი ამ სახელწოდებით, 19 სექტემბერს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ დებიუტიდან ამ დრომდე, ქარდი ბიმ მომავალი მუსიკალური პროექტი არაერთხელ დააანონსა, თუმცა მისი გამოშვება ასევე მრავალჯერ გადადო.

სიახლეს წინ უძღოდა სინგლი – Outside, რომელიც რეპერის მომავალი ალბომის მთავარი ჩანაწერი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბიმ სადებიუტო სტუდიური ალბომი – Invasion of Privacy, 2018 წლის 6 აპრილს გამოუშვა. დისკით ის პირველი ქალი რეპერი გახდა, რომელმაც ,,გრემი” ,,საუკეთესო რეპ ალბომისთვის” მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები