დედის დღე ქარდი ბის მარტოს უნდა აღენიშნა, თუმცა მისთვის მოულოდნელად მოვლენები სხვაგავარად განვითარდა.
მაშინ, როცა 26 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი სახლიდან შორს, მაიამიში იმყოფებოდა, მეუღლემ მას სიურპრიზი მოუწყო და ქალიშვილთან ერთად ფლორიდის შტატში ჩააკითხა. მეტიც, ოფსეტს ხელში არამხოლოდ ქალჩერ კიარი, არამედ ”ჰერმესის” ორი ბირკინის ჩანთა ეჭირა.
აღსანიშნავია, რომ ეპატაჟური რეპერისთვის მოულოდნელი საჩუქარი საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მადლობისა და სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, მან ”ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის სიხარულისგან ტირის.
შეგახსენებთ, რომ ქარდი ბი და ოფსეტი პირველი საერთო შვილის მშობლები გასული წლის 10 ივლისს გახდნენ.