LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბის ოქროს კლანჭები და კადრები ახალი კლიპის გადასაღები მოედნიდან (ვიდეო)

5336718-0-image-a-5_1540324900120

ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამზე” ვიდეო გააზიარა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ სიმღერის Money კლიპი, დღის სინათლეს მალე იხილავს. მართალია, ამერიკელ რეპერს პრემიერის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა დამაიმედებელი პოსტი, ვიდეოს გადასაღები მოედნიდან, 26 წლის ვარსკვლავის თაყვანისმცემლებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

 

View this post on Instagram

 

MONEY MUSIC VIDEO WILL BE OUT SOON???

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

საინტერესოა, რომ კადრებში, ექსცენტრიკული შემსრულებელი 15 სანტიმეტრიანი ოქროს მანიკიურითა და საათების კოსტიუმით ჩანს, რომლებიც შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტისთვის, ასეთი სიგრძის მანიკიურის ტარება პრობლემას არ წარმოადგენს. Offset-ის ექს-მეუღლე საზოგადოების წინაშე უზარმაზარი კლანჭებით ხშირად ჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქსელში ქსელში ქარდი ბის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც სკანდალური რეპერი ვეფხვის ბოდიარტით ტვერკს ასრულებს. შევა თუ არა მაიამის სანაპიროზე გადაღებული კადრები ახალი სინგლის მუსიკალურ რგოლში ჯერჯერობით უცნობია. Money, რომლის რელიზი 28 ოქტომბერს შედგა, პირველი სოლო ნამუშევარია მას შემდეგ, რაც ქარდიმ მიმდინარე წლის 5 აპრილს სადებიუტო სტუდიური ალბომი Invasion of Privacy გამოუშვა. სინგლის გარეკანზე  ახალბედა დედას ასევე ოქროს მეტალებითა და ჯაჭვებით გაწყობილი ქუდი ახურავს და საათების ხელთათმანი უკეთია.

 

View this post on Instagram

 

MY SINGLE “MONEY” will be out on THURSDAY 12:30pm ????????????????

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები