ქარელის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს დაბადებული გოგო ბებიასთან იყო სტუმრად, რა დროსაც მოიტაცეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 22 წლის ბიჭი.