ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ხმის დათვლის დროს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 6 ბიულეტენი აღმოჩნდა. ფოტოებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი ავრცელებს.
“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში დღეს პრეზიდენტს ირჩევდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით ხმის დათვლის დროს ასეთი 6 ბიულეტენი აღმოჩნდა”- წერს უჩა ნანუაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ.