LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარს ახალი, საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შეემატა

145

სამთავრობო   პროგრამის   „აწარმოე   საქართველოში“   დახმარებით   კიდევ   ერთი   საწარმო გაიხსნა   და   ქართულ   ბაზარს   ახალი, საკონდიტრო   პროდუქციის   მწარმოებელი კომპანია შეემატა.

შპს   „ბროტმაისტერმა“,   რომელიც   ავსტრიელ   პარტნიორებთან   ერთად,  ავსტრიული   პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა,  სოფელ   დიღომში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით ახალი საწარმო გახსნა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პროგრამის   „აწარმოე   საქართველოში“   ფარგლებში   განხორციელებული   პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 240 000 აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რიცხვი კი 35  ადამიანს   უტოლდება,   რასაც   ახალი ობიექტების  გახსნის  შედეგად  კიდევ  20  ადამიანი შეემატება.

”აღსანიშნავია, რომ საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ საწყის ეტაპზე დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნაც,  ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც, რასაც ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა  უბნებში დაემატება მსგავსი ტიპის რამდენიმე მაღაზია. ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა”, – განაცხადეს „ბროტმაისტერში“.

მათივე ინფორმაციით, 2014  წელს  თბილისში,  დიდ  დიღომში,  საწარმოსთვის  აშენდა  150  კვ.მ.  შენობა,  რომელიც დღეისთვის უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე დანადგარით და მზადაა სრული დატვირთვით   ფუნქციონირებისთვის.   ასევე,   აღსანიშნია,   რომ ბრენდინგის   სრულყოფილი პროცესის   დაფინანსება   ნაწილობრივ   უზრუნველყო   ევროპის   რეკონსტრუქციისა   და განვითარების   ბანკის   (EBRD)  ბიზნეს  საკონსულტაციო   მომსახურების  პროგრამა  (ბას) საქართველომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები