LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებაში“ ყველაფერზე არიან წამსვლელები: ბერდია სიჭინავა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

148
ბერდია სიჭინავა

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე „გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოცხადებული სასჯელის დაუნიშნავად, თუმცა, მიზანი მათი რეპუტაციული ზიანის მიყენების კუთხით მიღწეული იქნება“. როგორც ბერდია სიჭინავა აცხადებს, „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერზე არიან წამსვლელები.

როგორც სიჭინავამ განაცხადა, საქმეს პოლიტიკური მდგენელი აქვს და ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში მის მიმართ კითხვის ნიშნები მაინც იარსებებს.

თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში, მაშინ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს…არავითარი საფუძველი ამ ბრალდებას არ გააჩნია: ზვიად კორძაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

ხვალინდელი განაჩენის ფასი ბნელი მომავალი + სავარაუდოდ 1.5 მილიარდი დოლარია – ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია – სოლიდარობა ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს: პარტია „დროა“

„არის თუ არა საქმე პოლიტიკური, ამას რამდენიმე მდგენელი აქვს. მოლოდინები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. თუმცა, მგონია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოღონდ თაღლითობის ნაწილში, რომელიც ხანდაზმულია და ამნისტირებული მუხლია. იქნება გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად. ლეგალიზაციის კვალიფიკაციაში, ვფიქრობ, გამართლდებიან, თუმცა, მათი რეპუტაციული ზიანის მიყენების კუთხით მიზანი მიღწეული იქნება. იმ პირობებში როდესაც სასამართლოში არსებობს გავლენიანი ჯგუფები და სასამართლოს მიმართ სანდოობა კრიტიკულ ნიშნულამდეა დასული, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ და რა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, მის მიმართ კითხვის ნიშნები მაინც იარსებებს“, – განაცხადა სიჭინავამ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას საქმესთან კავშირს, სიჭინავა ამას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „გიორგი გახარია პროკურატურის საქმიანობაში არ ჩარეულა“.

„გახარიას აფილირება ამ საქმესთან და პოლიტიკური ნიშნის მიკერება გიორგი გახარიასთვის ამ საქმიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სერიოზული არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ ეს მცდელობები დავინახეთ. საქმეს პოლიტიკური მდგენელი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული პირები პოლიტიკაში ჩართული პირები არიან. როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია და მასზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის რისკები არსებობს, შესაძლოა, ვიღაცის თვალში ეს პოლიტიკურად აღიქმებოდეს. რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოს გახარიამ წერილი გადასცა მათ, ვფიქრობ, არასერიოზულია და ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ. პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეს ექნებოდა 2019 წელსაც, 2020-შიც, 2022-შიც იმის გამო, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად გააქტიურებული პერსონები იყვნენ. გიორგი გახარია და გიორგი გახარიას მთავრობა კონკრეტული პერსონების მიმართ პოლიტიკურ დევნას არ აწარმოებდა. საქმეს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური კონტექსტი, თუმცა პოლიტიკური არ იყოს“, – განაცხადა სიჭინავამ.

პოპულალურები