ნათია თურნავა იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც ქართული წარმოების პირბადეები ექსპორტზე გავა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ქართული წარმოების პირბადეზე მოთხოვნა აშშ-ში, უკრაინაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია.
„ჩვენ მოვახერხეთ და უკვე 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს პირბადეებს. იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ჩვენ ამ დღეებში დავრთეთ ნება, რომ პირბადეები გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მოთხოვნა, ევროპულ ქვეყნებში, უკრაინაში. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 თვეში იმპორტიორიდან ექსპორტიორად ვიქეცით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა