LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ პროდუქციას, შესაძლოა, 2.3 მლრდ მომხმარებელი ჰყავდეს

42

გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მინისტრმა მთავრობის მიერ გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

ქუმსიშვილის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისათვის შეადგენს არა 3.7 მლნ ადამიანს, არამედ 2.3 მლრდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

”პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, რაც 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მათთვის ქართული პროდუქტის მიწოდება ნულოვანი საბაჟო ტარიფით განხორციელდება. ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან და წელს უკვე მათ რიცხვს ჩინეთიც მიემატა. ეს შეთანხმება 2017 წელს გააფორმა საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოს ჩინეთის 1.3 მლრდ-იანი ბაზარი გაეხსნა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამებმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქუმსიშვილის განცხადებით, ისეთი პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, ასობით ახალმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში და იმპორტის ჩანაცვლების პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g