LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ზეთისხილს დიდი ბრიტანეთი ყიდულობს – ხარისხით და ფასით უცხოურ პროდუქციას კონკურენციას ვუწევთ

75
778dd3568a8881273dfc2178654b2523

საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 2,5-ჯერ გაიზარდა. ზეთისხილის ასოციაციის ცნობით, ამ ეტაპზე, უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.

„რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან რთველი ჯერჯერობით არაა დასრულებული. ძირითადად, ნოემბრის ბოლოს სრულდება და შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. ქართული ზეითუნის ზეთი საკმაოდ კონკურენტუნარიანია სხვა წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების ზეთებთან მიმართებაში, შესაბამისად ხარისხითაც და ფასითაც იგი კონკურენციას უწევს უცხოურ ზეთებს“,- განმარტავენ გაერთიანებაში.

ცნობისთვის, ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის, ძირითადად, დიდ ბრიტანეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.

შეგახსენებთ, 24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g