LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი“ – თამარ ტყეშელაშვილი

121
თამარ ტყეშელაშვილი

ქალბატონო ანა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება?!– ასე მიმართა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების დროს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს, მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა კანონის გავლენას მშვიდობის აღდგენის პროცესზე.

„ვთქვათ პირდაპირ, „საიას” სარჩელი იყო, ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და აქ ნუღარ გადავალთ”, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ახლა არის შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენონ“ – საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს 4 წარმომადგენელი, მათ შორის ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე დაიცავენ

mazda magti 5g