LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაციისთვის მთავარი პრობლემა არაჯანსაღი კონკურენციაა – თამაზ გაიაშვილი

156
aviaparki1492695014

ბევრი რუსული კომპანიაა შემოსული და ბილეთებს დემპინგურ ფასში ყიდიან. ისინი 3-ჯერ მეტ ფრენებს ახორციელებენ საქართველოში, ვიდრე ჩვენ რუსეთში. ამის მიუხედავად, მთავრობა გვერდით არ გვიდგას,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ქართული ავიაციისთვის მთავარი პრობლემა არაჯანსაღი კონკურენციაა.

„თუ სახელმწიფო არ დადგა ქართული ავიაკომპანიების მხარეს, სერიოზული დახმარება არ გაუწია და ყურადღება არ გადმოიტანა ქართული ბიზნესის განვითარებაზე, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და ვერანაირი ახალი დირექტორი ვერ უშველის საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტად ქართული კომპანიების დახმარება ჰქონდეს. შევხვდით ეკონომიკის მინისტრს და გავაცანით როგორ რთულ და არაჯანსაღ პირობებში გვიწევს მუშაობა. მთავრობა ტურიზმის განვითარებით ხსნის იმას, რომ ქართულ კომპანიებს უცხოური კომპანიებისგან არ იცავს. იმის ნაცვლად რომ დაეხმარნონ ტურიზმსაც და ავიაციასაც, როგორც ყოველთვის ერთ საქმეს აკეთებენ და მეორეს აფუჭებენ,“- განამარტა „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g