LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების დაფარვას აპირებს

71
tbilisi-jukovski-frenebi

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ავიაპარკს აფართოებს და სამგზავრო ავიარეისებთან ერთად, სატვირთო გადაზიდვებისთვის ემზადება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო ხომალდი უკვე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ავიაკომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების დაფარვას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Myway Airlines-ის სატვირთო ხომალდს 20.5 ტონის და 138 კუბური მეტრის მოცულობის ტვირთის 5 000 კმ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g