კერძო სექტორი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის ინიციატიცით გამოდის. ბრიფინგზე, რომელსაც 10 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, აღინიშნა, რომ ბიზნესს ფინანსური რესურსის მოძიების მზაობაც აქვს.
„მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნესკონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით”,- განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.
ცნობისთვის, 10 ბიზნესასოციაცია პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს. ბიზნესასოციაციების ერთობლივი მიმართვა 7 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც.