ქართული ღვინო და მინერალური წყლები შესაძლოა ექსპორტზე ტაილანდში გავიდეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეს საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თარით ჩაგუნგვატამ განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
”იმის გათვალისწინებით, რომ ტაილანდი არ არის საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, მხარეებმა დასახეს მიმართულებები, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საშუალებას იძლევა. გენადი არველაძემ ტაილანდის ელჩს ჩვენი ქვეყანის მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმების და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა”, – განმარტეს სამინისტროში.
როგორც ელჩმა აღნიშნა რომ, ბოლო წლებში, საქართველოში ტაილანდიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა, რაც საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმზიდველობისა და საინტერესო ტურისტული მარშრუტების დამსახურებაა.