LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ღვინო ყველაზე განსხვავებულია” – გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet კახეთის შესახებ წერს

158
kakheti

გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet მკითხველს საქართველოში მოგზაურობას და ღვინის დაგემოვნებას ურჩევს. სტატიის ავტორის თქმით, საფრანგეთის, ავსტრალიის, კალიფორნიის ღვინის რეგიონები მთელ მსოფლიოში პოპულარულია, მაგრამ ნაკლებად ცნობილია ისეთი ადგილები, სადაც  საუკუნოვანი ვენახები და უგემრიელესი ღვინო მზადდება.

“ეს რეგიონები ღვინის მოყვარულთა რადარებზე უნდა აღმოჩნდეს”, – წერს Lonely Planet და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

"არარუსულენოვან ბაზრებზე წარმატების მიღწევას დიდი ძალისხმევა სჭირდება" - რომელ ქვეყნებში შეიძლება გაიყიდოს ქართული ღვინო

"ბაზრებს შორის გამოვყოფდი პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებს, დიდი ბრიტანეთს, სკანდინავიის ქვეყნებს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს".

“ქართული ღვინო ყველაზე განსხვავებულია. საქართველოში ღვინის თიხის ჭურჭელში დამზადების 8 ათასწლოვანი ისტორია აქვთ, რომელიც უძველესია. ანტიკურ პერიოდში, როდესაც ბერძნები პირველად ჭყლეტდნენ ყურძნის მტევნებს, ქართველებს უკვე ღვინის მომზადების ათასწლოვანი ტრადიცია ჰქონდათ, მას შემდეგ ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგია სულ ოდნავ შეიცვალა. ყურძნის მტევნებს კვლავ ხელით კრეფენ, ფეხით ჭყლეტენ საწნახელში, ყურძნის წვენს მიწისქვეშ მდებარე თიხის ჭურჭელში ინახავენ, სადაც ფერმენტაცია ხდება. კახეთი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის რეგიონია. პატარა ქალაქი სიღნაღი რეგიონის კულტურული დედაქალაქია, რომლის ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებშიც მარნებია ჩამწკრივებული.

კახეთში მოგზაურობისას გახსოვდეთ, ყველაზე მაგარ ღვინოს არა ღია ცის ქვეშ, არამედ სოფლებში, უკანა ეზოებში ჩამარხულ ქვევრში აღმოაჩენთ”, – ამბობს Lonely Planet-ის ჟურნალისტი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Lonely Planet-ის ვებგვერდს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. გამოცემას  Twitter-ზე 6 მილიონზე მეტი, ხოლო instagram-ზე 3.3 მილიონი გამომწერი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g