LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია, რომელიც პროდუქტს ჰოლივუდისთვის ქმნის: “ყველგან ვამტკიცებდით, რომ შეგვიძლია საქართველოდან ვაკეთოთ კარგი ხარისხის პროექტები”

165
postred

ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია POSTRED გახდა. კომპანია 2015 წელს დაარსდა და იგი ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხმის დიზაინის და მუსიკის სერვისებს სთავაზობს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარს, არამედ ჰოლივუდს. როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას, POSTRED-ის მმართველმა პარტნიორმა თინა ბაბაკიშვილმა აღნიშნა, დღეს კომპანია 100%-ით საერთაშორისო ბაზარს ემსახურება.

“POSTRED-ის დაარსების მთავარი იდეა იყო, რომ  შეგვექმნა აუდიო ხმის პროდუქციის კომპანია, რომელიც მოემსახურებოდა ყველა ტიპის პროექტს უცხოეთიდან თუ საქართველოდან. რადგან არ არსებობს განათლება ამ სფეროში, ჩვენ თვითონ აღვზარდეთ კადრები. თითქმის 8 წლის მანძილზე უკვე გვყავს 40-მდე ხმის დიზაინერი და მუსიკოსი. ყველგან ვამტკიცებდით, რომ შეგვიძლია საქართველოდან ვაკეთოთ პროექტები დისტანციურად ჰოლივუდში და ეს იყოს ძალიან კარგი ხარისხის. POSTRED ახლა 100%0-ით საერთაშორისო ბაზარს ემსახურება. ვთანამშრომლობთ “უორნერ ბრაზერსთან”, “პარამაუნთთან”, “უნივერსალთან”, “სონისთან”, “HBO”-სთან, “ნეტფლიქსთან”, “ამაზონთან”, – ამბობს თინა ბაბაკიშვილი.

"თიბისის" ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა კომპანია POSTRED-მა, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიისთვის ხმის დიზაინსა და მუსიკას ქმნის.

კომპანიის ფარგლებში, დაარსდა POSTRED აკადემია, სადაც 13 სტუდენტს 6-თვიანი კურსი უტარდებათ ხმის დიზაინის და აუდიო-ვიზუალური მედიის მიმართულებებით. როგორც თინა ბაბაკიშვილი ამბობს, აკადემიის შექმნა სფეროში კადრების ნაკლებობამ გამოიწვია.

“12 სტუდენტიდან რამდენიმე უკვე ავიყვანეთ პრაქტიკანტად, რადგან ძალიან კარგი ნაკადი იყო. სამომავლოდ, ვაპირებთ, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ ამ სფეროში და ზოგადად გვინდა, პოპულარიზება მოვახდინოთ ასეთი პროფესიების, რომლებზეც შეიძლება ბევრი ინფორმაცია არაა. გვინდა, ახალგაზრდებს ვაცნობოთ, რომ კინოინდუსტრიაში შეუძლიათ ხელოვნების დარგებითაც გამოიმუშაონ ფული და მაღალანაზღაურებადი პოსტები დაიკავონ”, – გვიყვება კომპანიის წარმომადგენელი.

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის - "არტისიო" ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე სამ ფინალისტს შორისაა

„არტისიოს“ დამფუძნებელი ირაკლი სვანიძე „ბიზნესნიუსს“ ინოვაციური პროდუქტის შესახებ ესაუბრა.

როგორც თინა ბაბაკიშვილი ამბობს, მათი სურვილია, სფეროს პოპულარიზება მოხდეს რა ახალგაზრდების ინტერესი გაიზარდოს.

“რადგან დავამტკიცეთ ჩვენი თავი ჰოლივუდში და მოსწონთ ჩვენთან მუშაობა, ვიფიქრეთ, რომ დადგა დრო, საქართველოშიც საუკეთესო პროდუქტის ნომინაციაზე წარგვედგინა ჩვენი კომპანია, იმედი გვქონდა, რომ გავიმარჯვებდით.

იმის მიუხედავად, რომ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და ბევრ დიდ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, მაინც კარგი იყო ის აღიარება საქართველოს მხრიდანაც, რომ ჩვენ საუკეთესო პროდუქტს ვქმნით საქართველოში. გვინდა, ბევრმა ახალგაზრდამ გაიგოს, რომ ასეთი შესაძლებლობები არსებობს. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც გამოვიყენეთ, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი”, – ამბობს POSTRED-ის მმართველმა პარტნიორი “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g