LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია ყირგიზეთის ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში ერთვება

142
1_CAhzGpKOAEOF92cjKoA0Qg

ქართული კომპანია ყირგიზეთის ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში ერთვება. Future Laboratory -ს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე, ყირგიზეთის მთავრობის მოპატიჟებით, სამუშაო ვიზიტით ბიშკეკში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო ყირგიზეთისთვის რეკომნედაციბის გაწევა ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ინოვაციების ცენტრების შექმნის სტრატეგიის და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმარება.

ყირგიზული მხრიდან პროექტის განხორციელებას “ყირგიზპატენტი” ახორციელებს, პროექტის მხარდამჭერია გაეროს ეკონომიკური კომისია UNECE.

ბიშკეკში ვიზიტისას Future Laboratory -ს ხელმძღვანელი ინოვაციების განვითარების კონფერენციას დაესწრო, სადაც  საქართველოს გამოცდილება ტექნოპარკის შექმნასთან დაკავშირებით აზიის ქვეყნების წარმომადგნლებს გაუზიარა. კონფერენციაზე, დამსწრე დელეგატების მიერ აღნიშნა, საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მოდელის უნიკალურობა და ეფექტურობა, გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა.

ცნობისთვის, კომპანია Future Laboratory-ი ყირგიზეთში საკუთარი საქმიანობის განვითარებას სხვა კუთხითაც გეგმავს, მათ შორის განათლების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g