„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ, კერძოდ 58%-მა არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს 24% „ქართულ ოცნებას“, 9% კი „ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.
პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არ ვიცი – 6%-მა, ხოლო 8% სხვა პარტიებს ასახელებს.
„გადაუწყვეტელ“ მოქალაქეებს შორის ყველაზე დიდი წილი 18-დან 34 წლამდე ადამიანებზე მოდის. ამ ასაკობრივ ჯგუფში “ქართულ ოცნებას” 18-პროცენტიანი შედეგი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 10-პროცენტიანი.