LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება – 26%, ოპოზიცია – 44% – Edison Research-ის კვლევის შედეგები

297
77417730-2648547958538466-1898152730518618112-o

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეთა 26 პროცენტი ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 44% კი ოპოზიციურ პარტიებს. კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით  Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით პარტიების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ქართული ოცნება: ბიძინა ივანიშვილი — 26%
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: გრიგოლ ვაშაძე/მიხელ სააკაშვილი — 18%
  3. ევროპული საქართველო: დავით ბაქრაძე/გიგი უგულავა — 6%
  4. ლეიბორისტული პარტია: შალვა ნათელაშვილი — 4%
  5. პატრიოტთა ალიანსი: დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი — 3%.

გირჩს, ლელოს, ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრობასა და გიორგი ვაშაძის პარტიას — ახალი საქართველოსთვის ერთნაირი, 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. ნინო ბურჯანაძის, დავით უსუფაშვილის, კახა კუკავას, ეკა ბესელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიებს კი ერთნაირად, მოსახლეობის 1% მისცემდა ხმას. გამოკითხუთა 30%-მა კითხვას არ უპასუხა, ან გადაუწყვეტელია.

კვლევა ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმის მქონე 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხა, კვლევის ცდომილება კი 2,2 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g