LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ცდილობს, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ჩამოირეცხოს: ლელა ქებურია

52
lela qeburia

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ჩამოირეცხოს.

მისი თქმით, ოპოზიცია აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში „სუსტად არის ჩათრეული“.

„ამნისტიის კანონპროექტი პოლიტიკური დევნის შეწყვეტას გულისხმობდა, თუმცა, „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი კანონპროექტით ცდილობს, გააიგივოს ერთი მხრივ, ნიკა მელია, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პატრნიორების მიერ ფაქტობრივად აღიარებულია პოლიტპატიმრად და დაზარალებულები, რომლებსაც თვალები დათხარეს, მეორეს მხრივ, მოძალადეები, რომლებიც ამ ძალადობის შემოქმედი იყვნენ, გააიგივოს და ერთ კონტექსტში განიხილოს. შესაბამისად, ის ცდილობს, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ჩამოირეცხოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ კანონპროექტის განხილვაში ასე სუსტად არის ჩათრეული“, – განაცხადა ქებურიამ.

ცნობისთვის, 19-20 ივნისის მოვლენებზე „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული 2 დამოუკიდებელი დოკუმენტი გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. ორივე კომიტეტმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ოპოზიციის ალტერნატიულმა პროექტმა, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ორივე დოკუმენტი 25 მაისს ბიუროს სხდომაზე გავა, სადაც განისაზღვრება, როდის მოხდება მათი განხილვა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები