LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“22.4%, “ნაციონალური მოძრაობა“- 21.7% – GFK-ს კვლევა გასაჯაროვდა

95

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ GFK-მ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 21.7%-მა.

გამოკითხულთა 7.8% „სახელმწიფო ხალხისთვის“ -პაატა ბურჭულაძეს ასახელებს.

6.2%  ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას „თავისუფალ დემოკრატების“ მისცემდა.

ლეიბორისტული პარტია“ 2.8%, „პატრიოტთა ალიანსი“ – ირმა ინაშვილი 2.2%,
„ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ 1.6 %, „რესპუბლიკური პარტია“ 0.6 %, ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე 0.5 %, „პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ 0.3 %, „საქართველოს გზა -სალომე ზურაბიშვილი“ 0.2 %, „თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა“  0.2

კვლევის მიხედვით, „ეროვნული ფორუმის“ მხარდაჭერა  0.1%-ით განისაზღვრა.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, „ვეტერანების პარტიას“ ხმას 0.1% მისცემდა.
„ქართული დასი – ჯონდი ბაღათურია“ 0.1%, „ლადო ბედუკაძე – ცენტრისტები“ 0.1%, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ 0.0%

3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა.
უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო  მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია 19.4 %.

 

mazda magti 5g