LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეო-კადრებს ავრცელებს, თუ როგორ ანადგურებს მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე პარტიის საარჩევნო პლაკატებს

150
Untitled design

მმართველი პარტიის პრესსამსახური ვიდეო-კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევს და ანადგურებს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების“ ქმედებაზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რა რეაქცია ექნება არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვიდეო-კადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის განადგურებას პირადად აორგანიზებს NGO „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე“, – აცხადებენ მმართველ პარტიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g