LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროდუქტი დანამატების გარეშე და ახალი სიტყვა სამომხმარებლო ბაზარზე

8

ინტერვიუ „მადაგონის“დირექტორის მოადგილე ანა  ბედინეიშვილთან

– რამდენი ხანია , რაც „მადაგონი“ ქართულ სამომხმარებლო ბაზარზეა

– ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ტიპის საქმიანობას 90-იანი წლებიდან ვეწევით, თუმცა სუპერმარკეტებისა და რესტორნების მიმართულებით 2008 წელს ჩამოვყალიბდით. გვაქვს ასევე ლუდსახარში, პურის საცხობი, საკონდიტრო და ნახევარფაბრიკატები

კონკურენცია საკმაოდ მაღალია სწორედ ამ სეგმენტში. რა გამოგარჩევთ თქვენ ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან

– გვაქვს დიდი რაოდენობის საკუთარი წარმოება, რისი რეალიზებაც მხოლოდ ჩვენს ქსელში ხდება.პროდუქტები დანამატების გარეშე მზადდება, რადგან გათვლილი არ არის დისტრიბუციაზე. ყველა ობიექტში მინი-საცხობი, მინი-სამზარეულო გვაქვს, შესაბამისად, პროდუქტი სწრაფად ხვდება დახლზე და სწრაფად რეალიზდება. ამიტომაც არის მაღალი ხარისხი

– ხარისხი ახსენეთ, რა არის მთავარი გარანტორი, რომ ეს ნამდვილად ხარისხიანი პროდუქციაა

– მე უკვე ვახსენე სკაუთარი წარმოება, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავად ვიყოთ ამის გარანტი. დამატებით გვაქვს ხარისხის მართვის მენეჯმენტის სისტემა. ფუნქციონირებს მიკრობიოლოგიური და ვეტერინალური ლაბორატორია, სადაც პერსონალის და პროდუქციის კონტროლი მიმდინარეობს.

– ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია ფასიც. რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი პროდუქცია

– პრემიუმ-პროდუქტს ვაწარმოებთ, მაგრამ ფასი არ არის მხოლოდ პრემიურ-სეგმენტზე გათვლილი. იმის გამო, რომ ჩვენი წარმოების პროდუქცია გვაქვს, ეს გვაძლევს საშუალებას, დაბალი ფასით გავუწიოთ კონკურენცია სხვებს და არა დაბალი ხარისხით. ჩვენმა ქსელმა რეგიონებში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც დედაქალაქთან შედარებით წარმატებისთვის დაბალი ფასია მთავარი. ამ პრინციპით შემოვედით თბილისშიც

რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, რა სიახლეები გენებათ, მათ შორის ქსელის გაფართოების კუთხით

– ამ ეტაპზე აქტიურად ვაპირებთ თბილისის ბაზარზე გადმოსვლას. მომავალ წელს ორი რესტორანი და ორი სუპერმარკეტი გაიხსნება. ამ დროისთვის 11 ობიექტით ვართ წარმოდგენილი. ზოგადად, ვცდილობთ, რომ სუპერმარკეტი და რესტორანი ერთ ლოკაციაზე გვქონდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები